ტურები, ისტორიული ძეგლები, ღირსშესანიშნავი ადგილები აჭარაში

მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს აჭარაში, მთა მტირალაზე და ქობულეთ-ჩაქვის გორაზე. თვითონ მთა მტირალა მდებარეობს ზღვის დონიდან 1761 მეტრზე, ჩაქვსა და ქობულეთს შორის. ის ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას ქვეყნის ყველაზე სველ წერტილად აქცევს. „მტირალაც“ ამ მთას სწორედ უხვნალექიანობის გამო შეერქვა. […]

მახინჯაური მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში, მისი ცენტრიდან 6 კმ-ის დაშორებით. მახინჯაური ზღვისპირა კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია თალასოთერაპია. არის მინერალური წყაროებიც, რომლებსაც იყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.   მახინჯაურის სანაპირო ზოლი საკმაოდ გრძელი და ფართოა. ზღვა და პლაჟი ძალიან სუფთაა, აქ დომინირებს მცირე ზომის კენჭები. სანაპიროდან იშლება ბათუმის უმშვენიერესი ხედები. თქვენ შეგიძლიათ […]

მხოლოდ 15 კმ-ის დაშორებით, ანუ 10-წუთის სავალზე ბათუმიდან, სარფთან ახლოს მდებარეობს პატარა კურორტი კვარიათი. კვარიათი სარფს გზატკეცილით უკავშირდება. სარფისა და გონიოსგან განსხვავებით, კვარიათმა განვითარება შედარებით ადრე დაიწყო. აქ საკმაოდ ბევრი მოხერხებული სასტუმრო, კაფე და რესტორანია. ეს შესანიშნავი ადგილია დასვენებისთვის. კვარითი იყოფა ორ ნაწილად: ერთი-ზღვის სანაპიროზე, ხოლო მეორე-ფერდობებზეა შეფენილი. ეს წყნარი ადგილი, გარშემორტყმული მწვანე მთებით, ითვლება […]

One of the most beautiful regions in Georgia, Ajara is situated in southwest Georgia on the Black Sea coastline. Ajara operates as an autonomous republic in Georgia and has its own flag and coat of arms. Turkey borders Ajara to the south. Ajara is home to the picturesque beaches of Batumi, Sarpi, Kobuleti and etc. […]