შატილი – მუცო – არდოტი – ხახაბო

ერთ-დღიანი ტური პირიქითა ხევსურეთის მოსანახულებლად. შატილი მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, იგი წარმოადგენს სიპი ქვით ნაშენ უძველეს სოფელს. სოფელი ერთდროულად წარმოადგენს როგორც საცხოვრებელს, ისე ციხესიმაგრეს, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს.

მუცო – სოფელი, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ. იგი მდებარეობს შატილთან ახლოს, მდინარე არდოტის წყლის ხეობაში. დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე, დღეისათვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებელის ნანგრევია შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი.

სოფელი არდოტი ასევე მდებარეობს არდოტის წყლის ხეობაში. სოფელში მდებარეობს XIX საუკუნის ეკლესია, ზვიადაურების კოშკი და ღვთისმშობლის ჯვარი.

სოფელი ხახაბო – მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ხახაბოსწყლის ხეობაში, რომელიც ეკუთვნის პირიქითა ხევსურეთს. ამჟამად სოფელში მხოლოდ ორი ადამიანი ცხოვრობს.

შატილი
ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლი.
მუცო
სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი.
არდოტი
სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში (შატილის თემი), ისტორიულ პირიქითა ხევსურეთში, მდ. ანდაქის მარცხენა ნაპირზე.
ხახაბო
სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის თემში.
დეტალური ინფორმაცია
ღირსშესანიშნავი ადგილები შატილი
მუცო
არდოტი
ხახაბო
ხევსურეთის ულამაზესი მთები და ხეობები
მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა 4
დრო შაბათი ან კვირა, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით
სირთულე მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი 12 კილომეტრი
სასურველი აღჭურვილობა სალაშქრო ფეხსაცმელი
საწვიმარი