ქვედა (ახალი) ომალოდან ჩრდილოეთით, უფრო ზევით მთებში, მდებარეობს ზედა (ძველი) ომალო, უფრო მაღლა კლეების თავზე შეამჩნევთ უძველეს კოშკებს. გზა ომალოსაკანე მიემართება ალაზნის დაბლობიდან. სოფლამდე მიღწევას საკმაო დრო სჭირდება, თუმცა მცდელობა დაგიფასდებათ, როგორც კი დაინახავთ მშვენიერ მთებს და უმშვენიერეს, ხასხასა მდელოებს.    

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე, კახეთის რეგიონში. დაარსდა 1912 წელს. კლიმატი ნოტიო-სუბტროპიკულია. პარკი მდიდარია საოცარი მცენარეული საფარით, ტბებით, ალპური ზონებითა და ჩანჩქერებით. პარკს აქვს სამი შესასვლელი: მთავარი შესასვლელი მდებარეობს ჩრდილოეთით ქალაქ ლაგოდეხში,მეორე შესასვლელი-სოფელ ნინიგორის ჩრდილოეთით, მესამე-მციმის ჩრდილოეთით. პარკში შესვლა უფასოა, აქ შეგიძლიათ იქირაოთ ცხენები, გაშალოთ კარვები, დაანთოთ ცეცხლი და დაისვენოთ. მთებში […]

მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს აჭარაში, მთა მტირალაზე და ქობულეთ-ჩაქვის გორაზე. თვითონ მთა მტირალა მდებარეობს ზღვის დონიდან 1761 მეტრზე, ჩაქვსა და ქობულეთს შორის. ის ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას ქვეყნის ყველაზე სველ წერტილად აქცევს. „მტირალაც“ ამ მთას სწორედ უხვნალექიანობის გამო შეერქვა. […]