მხოლოდ 15 კმ-ის დაშორებით, ანუ 10-წუთის სავალზე ბათუმიდან, სარფთან ახლოს მდებარეობს პატარა კურორტი კვარიათი. კვარიათი სარფს გზატკეცილით უკავშირდება.
სარფისა და გონიოსგან განსხვავებით, კვარიათმა განვითარება შედარებით ადრე დაიწყო. აქ საკმაოდ ბევრი მოხერხებული სასტუმრო, კაფე და რესტორანია. ეს შესანიშნავი ადგილია დასვენებისთვის.
კვარითი იყოფა ორ ნაწილად: ერთი-ზღვის სანაპიროზე, ხოლო მეორე-ფერდობებზეა შეფენილი. ეს წყნარი ადგილი, გარშემორტყმული მწვანე მთებით, ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო აჭარის კურორტად.

 

კვარიათი - აჭარა

კვარიათი – აჭარა

 

კვარიათის პლაჟი არც ისე დიდია-მხოლოდ კილომეტრი. სანაპირო დაფარულია სუფთა ქვიშითა და კენჭებით. ზღვა კვარიათში, ისევე, როგორც სარფში, კრისტალივით წმინდაა. ჩრდილოეთით გონიოს პლაჟი ესაზღვრება, სამხრეთით კი მთავრდება კლდოვანი ხეობებით, რომელიც გამოყოფს მას სარფის პლაჟისგან.
მიუხედავად აშკარა მოკრძალებისა, კვარიათში ყველაფერია, რაც ადამიანს ზღვაზე დასვენებისთვის სჭირდება. კერძოდ, სანაპირო ზოლზე არის შეზლუნგები და ქოლგები, წყალში- ბავშვებისთვის გასაბერი ტივები და წყლის მოტოციკლი უფროსებისთვის. ასევე პლაჟზე არის რესტორანი. და კიდევ ერთი განსაკუთრებული ხიბლი კვარიათისა არის ის, რომ აქ არის პირველი და ერთადერთი ყვინთვის-ცენტრი ქვეყანაში.

 

კვარიათი - აჭარა

კვარიათი – აჭარა

 

კვარიათი - აჭარა

კვარიათი – აჭარა