მახინჯაური მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში, მისი ცენტრიდან 6 კმ-ის დაშორებით. მახინჯაური ზღვისპირა კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია თალასოთერაპია. არის მინერალური წყაროებიც, რომლებსაც იყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

 

მახინჯაური - აჭარა

მახინჯაური – აჭარა

მახინჯაურის სანაპირო ზოლი საკმაოდ გრძელი და ფართოა. ზღვა და პლაჟი ძალიან სუფთაა, აქ დომინირებს მცირე ზომის კენჭები. სანაპიროდან იშლება ბათუმის უმშვენიერესი ხედები. თქვენ შეგიძლიათ გაერთოთ პლაჟზე ფეხბურთის და ფრენბურთის თამაშით. ასევე აქ არის წყლის გასართობებიც მცირე ზომის ნავები, წყლის ველოსიპედები და სხვა. ეს შესანიშნავი ადგილია იმისთვის, რომ დაისვენოთ ოჯახთან ერთად.

მახინჯაური ცნობილია ბოტანიკური ბაღით. ბაღი შედგება ზედა, ქვედა და ზღვისპირა პარკებისგან,სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ტროპიკული მცენარეების სილამაზით.

კლიმატი მახინჯაურში – ნოტიო-სუბტროპიკულია.

 

მახინჯაური - აჭარა

მახინჯაური – აჭარა