ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, მთებით გარშემორტყმული, არის ქალაქი მესტია – ზემო სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრი. მესტია მდებარეობს თბილისიდან 456 კმ, ხოლო ზუგდიდიდან, რომელიც უახლოესი რკინიგზის სადგურია, 128 კილომეტრზე. ზუგდიდთან მესტია დაკავშირებულია საავტომობილო გზით. რაც შეეხება კლიმატს, აქ ზამთარი ცივი და თოვლიანია, ზაფხული-მოკლე და გრილი.

სვანეთი  – საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს მთიანი რეგიონი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში. სვანეთს აკრავს კავკასიის ხერხემალი. ყველაზე ცნობილი ქედებია: უშბა, შხარა, თეთნულდი.   ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. ქვემო სვანეთი გამორჩეულია თავისი ბუნებით, ზემო კი, […]