მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს აჭარაში, მთა მტირალაზე და ქობულეთ-ჩაქვის გორაზე. თვითონ მთა მტირალა მდებარეობს ზღვის დონიდან 1761 მეტრზე, ჩაქვსა და ქობულეთს შორის. ის ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას ქვეყნის ყველაზე სველ წერტილად აქცევს. „მტირალაც“ ამ მთას სწორედ უხვნალექიანობის გამო შეერქვა. […]