მახინჯაური მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში, მისი ცენტრიდან 6 კმ-ის დაშორებით. მახინჯაური ზღვისპირა კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია თალასოთერაპია. არის მინერალური წყაროებიც, რომლებსაც იყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.   მახინჯაურის სანაპირო ზოლი საკმაოდ გრძელი და ფართოა. ზღვა და პლაჟი ძალიან სუფთაა, აქ დომინირებს მცირე ზომის კენჭები. სანაპიროდან იშლება ბათუმის უმშვენიერესი ხედები. თქვენ შეგიძლიათ […]