ქალაქი სოხუმი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრი. სოხუმი საქართველოს უძველესი ქალაქია, ის 2500 წლის წინ დაარსდა. სოხუმი მდებარეობს 110 კილომეტრში რუსეთის საზღვრიდან, სოხუმის ყურესთან. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სოხუმს აკრავს მთები, რაც აკავებს ქალაქში ცივი ჰაერის მასების შემოსვლას. მუნიციპალიტეტში ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობაა. ზღვისპირა ზონაში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი […]