მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს აჭარაში, მთა მტირალაზე და ქობულეთ-ჩაქვის გორაზე. თვითონ მთა მტირალა მდებარეობს ზღვის დონიდან 1761 მეტრზე, ჩაქვსა და ქობულეთს შორის. ის ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას ქვეყნის ყველაზე სველ წერტილად აქცევს. „მტირალაც“ ამ მთას სწორედ უხვნალექიანობის გამო შეერქვა. პარკში არის შესანიშნავი საპიკნიკე ადგილები, მინერალური და სამკურნალო წყლები.

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია როგორც ტყის მცენარეულობა, რომელიც წაბლნარებით, წიფლნარებით და კოლხური ტიპის შერეული ტყით არის წარმოდგენილი, ასევე კოლხეთისთვის დამახასიათებელი მარადმწვანე შქერის ბუჩქებით. კოლხური ტიპის ტყეში გვხვდება წიფელი, ცაცხვი, წაბლი, ჩვეულებრივი მურყანი, რცხილა. ქვეტყე დაფარულია შქერიანით, რომელსაც წყავი, კოლხური ჭყორი, კოლხური ბზა და რამდენიმე ტიპის ლიანები ქმნიან.

 

მტირალას ეროვნული პარკი - აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი – აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია აჭარალაზეთის იშვიათი, ენდემური სახეობები და საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები, როგორებიცაა: გაულთერიას მაგვარი ეპიგეა, ფურისულა, მედვედევის არყი და სხვა.

ეროვნული პარკის მკვიდრნი არიან: მურა დათვი, ფოცხვერი, მგელი, თხუნელა, სინდიოფალა, კავკასიური (სპარსული) ციყვი, კურდღელი, მელა, მაჩვი, ტყის კატა. ჩლიქოსნებიდან ნაკრძალის ტყეებში გვხვდება შველი, უფრო იშვიათად – გარეული ღორი. ამფიბიებიდან პარკში კავკასიური სალამანდრა, მცირეაზიური ტრიტონი, ჩვეულებრივი გომბეშო, ვასაკა, მცირეაზიური და ტბის ბაყაყები გვხვდება. აქ სამი სახის ხვლიკი და გველის რამდენიმე სახეობა: ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, სპილენძა გველი და კავკასიური გველგესლა ბინადრობს.

მტაცებელი ფრინველებიდან პარკში ბინადრობენ ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი, ჩვეულებრივი კირკიტა, აგრეთვე ღამის მტაცებლები: ზარნაშო, წყრომი. სხვა ფრინველებიდან ბუდობს ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი, მოლაღური.

მტირალას ეროვნული პარკი - აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი – აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი - აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი – აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი – აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი – აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი – აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი – აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი – აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი – აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი – აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი – აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი – აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი – აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

 

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი-აჭარა