სვანეთი ძალიან ტრადიცილური რეგიონია. სვანეთს სხვაგვარად კოშკების ქვეყანასაც უწოდებენ. სვანური კოშკი ამ რეგიონის სიმბოლოა. ფოლკლორი სვანეთის ისტორიისა და კულტურის ნაწილია. ბუნების სიმკაცრე და მძიმე საცხოვრებელი პირობები აისახება ადათ-წესებსა და მუსიკალურ ფოლკროლში, ისიც ასეთივე მკაცრი და ვაჟკაცურია. ტრადიციულად სვანური სიმღერები საომარი ხასიათისაა. მოსახლეობა მკაცრად იცავს და ერთგულია კანონების, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების, რომლებიც ჩამოყალიბდა უძველესი დროიდან. ნაწილი […]

უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. უშგული მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იზოლირებული იყო გარე სამყაროს მაღალი უღელტეხილებითა და ღრმა ხეობებით, ამიტომაც კარგად არის შემონახული შუა საუკუნეების სვანური არქიტექტურა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძეგლი უშგულში – შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიაა (სვანურად- ლამარია), რომელიც მთიდან გადმოჰყურებს სოფელს. ეკლესიის კედლებზე გამოსახულია […]