უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. უშგული მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იზოლირებული იყო გარე სამყაროს მაღალი უღელტეხილებითა და ღრმა ხეობებით, ამიტომაც კარგად არის შემონახული შუა საუკუნეების სვანური არქიტექტურა.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძეგლი უშგულში – შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიაა (სვანურად- ლამარია), რომელიც მთიდან გადმოჰყურებს სოფელს. ეკლესიის კედლებზე გამოსახულია უძველესი ფრესკები და ამოტვიფრულია ხატები.
პეიზაჟები უძველესი უშგულის კოშკების გარშემო საკმაოდ ლამაზი და ოდნავ მკაცრია: ტყე ასეთ სიმაღლეზე უკვე აღარ იზრდება, სოფლის თავზე იღმართება დათოვლილი, დიდებული მწვერვალი შხარა, რომელიც კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალია. სწორედ მის ყინულებში იბადება და მოედინება სოფლის გავლით სვანეთის მთავარი მდინარე ენგური.

ტურები უშგულში - სვანეთი

ტურები უშგულში – სვანეთი / Ushguli – Svaneti

 

ტურები უშგულში - სვანეთი

ტურები უშგულში – სვანეთი / Ushguli – Svaneti