სვანეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გახლავთ მარგიანების სახლ-მუზეუმი, რომელიც მდებარეობს მესტიაში, ძველ საცხოვრებელ კომპლექსში. ეს მუზეუმი ეკუთვნის მარგიანების ცნობილ გვარს. მათ ასევე ეკუთნოდათ 8 კოშკი, აქედან მხოლოდ 4 მათგანია შემორჩენილი. კოშკების სიმაღლე და რაოდენობა მეტყველებს გვარის სიძლიერესა და ძალაუფლებაზე.     ახლა გიამბობთ ერთ-ერთი კოშკის შესახებ. ეს არის რამდენიმე სართულიანი შენობა, თავისი ოთახებით. ერთ-ერთ ოთახში არის […]