სვანეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გახლავთ მარგიანების სახლ-მუზეუმი, რომელიც მდებარეობს მესტიაში, ძველ საცხოვრებელ კომპლექსში. ეს მუზეუმი ეკუთვნის მარგიანების ცნობილ გვარს. მათ ასევე ეკუთნოდათ 8 კოშკი, აქედან მხოლოდ 4 მათგანია შემორჩენილი. კოშკების სიმაღლე და რაოდენობა მეტყველებს გვარის სიძლიერესა და ძალაუფლებაზე.
ახლა გიამბობთ ერთ-ერთი კოშკის შესახებ. ეს არის რამდენიმე სართულიანი შენობა, თავისი ოთახებით. ერთ-ერთ ოთახში არის საკუჭნაო, სადაც მარცვლეული და სურსათ-სანოვაგე ინახებოდა სპეციალურ ყუთებში. სახლს აქვს დიდი სარდაფი, სადაც განთავსებულია მარანი. აქ ინახება არყის დოქები და ღვინის ქვევრები, თიხის ქოთნები თაფლის შესანახად. სარდაფს აქვს ცნობილი დასჯის ოთახი, სადაც ცელქ ბავშვებს კეტავდნენ, თაღლითობის ან ტყუილის გამო.
თქვენ ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ სახლის მისაღებ ოთახსაც, სადაც დგას ,,სამეფო“ ტახტი, რომელზე დაჯდომის უფლებაც არავის ჰქონდა გარდა ოჯახის უფროსისა. სტუმრებისთვის დიდი პატივი იყო, როცა ამ ტახტზე დაჯდომას სთავაზობნენ.
მთელი სახლის დათვალიერების შემდეგ, თქვენ აუცილებლად უნდა ახვიდეთ კოშკის სახურავზე, სადაინ დანახული ულამაზესი სვანეთის ხედებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მოახდენს თქვენზე.
Comments