რაჭა – საქართველოს იტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. რაჭის ადმინისტრაციული ცენტრია ამბროლაური. რაჭა-ლეჩხუმის უნიკალურობა განპირობებულია არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ თვალწარმტაცი ბუნებით, მდინარეებით, ჩანჩქრებით, ტყის მასივებით, ბუნებრივი გამოქვაბულებით, მდელოებით, ლამაზი ბილიკებით. ერთსა და იმავე დღეს შეგიძლიათ ეწვიოთ ,,საყინულეს“ მღვიმეს და ნახოთ ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ,,ჭელიშის უდაბნოსაც” უწოდებენ.

 

რაჭა

რაჭა – “საყინულე”

 

,,საყინულე“ არის ბუნებრივი მღვიმე ტყეში. მასთან მივყავართ საკმაოდ ბნელ დაღმართიან და ქვიან ბილიკის. ყველაზე ცხელ პერიოდშიც კი, ამ გამოქვაბულში შეიძლება ითქვას, რომ რომ ცივა. სწორედ ესაა რაჭის მთელი ხიბლიც, ერთდროულად შეგიძლია გათბე და ,,გაიყინო“, ამისგან კი დიდი სიმოვნება მიიღო.

 

რაჭა

რაჭა – “საყინულე”

 

მრავალ ისტორიულ ძეგლთაგან, უნდა აღინიშნოს XI საუკუნის ნიკორწმინდის და XVIII საუკუნის ბარაკონის საკათედრო ტაძარი.
რაჭა ცნობილია მინერალური წყლებითა და კურორტებით. მათგან გამორჩეულია კურორტი შოვი. რაჭა-ლეჩხუმში ჰავა სიმაღლის მიხედვით იცვლება: ზღვის ნოტიო სუბტროპიკულს ცვლის ზომიერად ნოტიო და მაღალმთის ჰავა, რომელსაც მუდმივი თოვლი და მყინვარები განაპირობებს. საშუალო წლიური ტემერატურა +9 °C – +11 °C-ია, ზაფხულში +20 °C – +22 °C.

 

რაჭა

რაჭა

 

რაჭა

რაჭა