ურეკი  ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ,ოზურგეთის რაიონში, ბათუმიდან 60 კმ-ში. აქ არის ზღვის სუბტროპიკული ჰავა. ზაფხული ცხელია, პლაჟი ქვიშიანი. ურეკი ცნობილია ფიჭვნარით პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ჩრდილში შეგიძლიათ დაისვენოთ, ასევე დატკბეთ მთის შესანიშნავი ხედებით, კეთილმოწყობილი სანატორიუმებით, სახლებითა და კაფე-ბარებით. ურეკში ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია ზღვის ჰავა და მაგნიტური ქვიშა. მედიცინაში მაგნიტურ ველს იყენებენ ფიზიოთერაპიისთვის […]

ქალაქი სოხუმი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრი. სოხუმი საქართველოს უძველესი ქალაქია, ის 2500 წლის წინ დაარსდა. სოხუმი მდებარეობს 110 კილომეტრში რუსეთის საზღვრიდან, სოხუმის ყურესთან. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სოხუმს აკრავს მთები, რაც აკავებს ქალაქში ცივი ჰაერის მასების შემოსვლას. მუნიციპალიტეტში ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობაა. ზღვისპირა ზონაში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი […]

სოფელი მუცო მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში ხევსურეთში მდინარე არდოტის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან არის 1880 მ. მანძილი შატილიდან შეადგენს 12-15 კმ.                          

სოფელი შატილი – მდებარეობს მდინარე არღუნისა და შატილისწყლის შესართავთან,  დიდი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე ხევსურეთში. ზღვის დონიდან 1400 მ ., მანძილი თბილისიდან შეადგენს 160 კმ. შატილი – ყველაზე მშვიდი და ლამაზი სოფელია ხევსურეთში.                    

ღები  —  სოფელი მდებარეობს რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 1350 მეტრზე. ეს ულამაზესი ადგილია საოცარი ბუნებითა და ნაკადულებით, არაჩვეულებრივად სუფთა მთის ჰაერით.          

ამბროლაური — ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი.მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, კლიმატი აქ გრილი და ცივია. ამბროლაური ცოცხალი ქალაქია, იმ მხრივ, რომ აქ მუშაობს ქარხნები, სადაც უშვებენ ხილის წვენებს, ღვინოს, საკონდიტრო ნაწარმს. ასევე არის ხის გადამამუშავებელი ქარხანაც. შეგიძლიათ ესტუმროთ ხელოვნების მუზეუმს ან […]

უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. უშგული მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იზოლირებული იყო გარე სამყაროს მაღალი უღელტეხილებითა და ღრმა ხეობებით, ამიტომაც კარგად არის შემონახული შუა საუკუნეების სვანური არქიტექტურა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძეგლი უშგულში – შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიაა (სვანურად- ლამარია), რომელიც მთიდან გადმოჰყურებს სოფელს. ეკლესიის კედლებზე გამოსახულია […]

ონი – რაჭის ისტორიული რეგიონია. მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე. ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 3 000 მაცხოვრებელი. ონი საინტერესოა სინაგოგით, ლამაზი ხედებით მთებზე, რომლებიც თითოეული ქუჩიდან მოჩანს. აქ მაისშიც კი შესაძლებელია მიიღოთ სიამოვნება თოვლით დაფარული მთების ყურებით.    

რაჭა – საქართველოს იტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. რაჭის ადმინისტრაციული ცენტრია ამბროლაური. რაჭა-ლეჩხუმის უნიკალურობა განპირობებულია არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ თვალწარმტაცი ბუნებით, მდინარეებით, ჩანჩქრებით, ტყის მასივებით, ბუნებრივი გამოქვაბულებით, მდელოებით, ლამაზი ბილიკებით. ერთსა და იმავე დღეს შეგიძლიათ ეწვიოთ ,,საყინულეს“ მღვიმეს და ნახოთ ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ,,ჭელიშის […]