ურეკი  ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ,ოზურგეთის რაიონში, ბათუმიდან 60 კმ-ში. აქ არის ზღვის სუბტროპიკული ჰავა. ზაფხული ცხელია, პლაჟი ქვიშიანი.

ურეკი - გურია

ურეკი – გურია


ურეკი
ცნობილია ფიჭვნარით პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ჩრდილში შეგიძლიათ დაისვენოთ, ასევე დატკბეთ მთის შესანიშნავი ხედებით, კეთილმოწყობილი სანატორიუმებით, სახლებითა და კაფე-ბარებით.

ურეკში ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია ზღვის ჰავა და მაგნიტური ქვიშა.
მედიცინაში მაგნიტურ ველს იყენებენ ფიზიოთერაპიისთვის სახელწოდებით მაგნიტური თერაპია. მაგნიტური ველის გამოსაჯანმრთელებელი თვისებები ცნობილია უძველესი დროიდან. მას იყენებდნენ ეგვიპტელები, ბერძნები, ინდოელი იოგები.

ურეკი - გურია

ურეკი – გურია

 

ურეკის მაგნიტური ქვიშა დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, სასუნთქ ორგანოებზე, ქრონიკულ გულის იშემიურ დაავადებებზე, სახსრების ზოგიერთ დაავადებაზე და ნევროზზე (დეპრესია,ჰიპერტენზია ფორმები, კლიმაქტერული ნევროზი, ნევრალგია, და ა.შ.), ისევე, როგორც გამოიყენება ბავშვთა დაავადებების (ცერებრალური დამბლა, ზურგის დამბლა, რაქიტი, სამშობიარო ტრავმა, და ა.შ.), და ა.შ. განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის.

ურეკი - გურია

ურეკი – გურია

 

ურეკი - გურია

ურეკი – გურია