ამბროლაური — ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი.მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, კლიმატი აქ გრილი და ცივია.
ამბროლაური ცოცხალი ქალაქია, იმ მხრივ, რომ აქ მუშაობს ქარხნები, სადაც უშვებენ ხილის წვენებს, ღვინოს, საკონდიტრო ნაწარმს. ასევე არის ხის გადამამუშავებელი ქარხანაც. შეგიძლიათ ესტუმროთ ხელოვნების მუზეუმს ან ფოლკლორულ თეატრს.
ახლა ცოტა რამ ამბროლაურის ისტორიიდან. წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან, ეკლესიისა და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი.
1930 წლიდან წარმოადგენდა ამბროლაურის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. 2014 წლიდან ამბროლაური გამოეყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული.
Comments