ქალაქი სოხუმი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრი. სოხუმი საქართველოს უძველესი ქალაქია, ის 2500 წლის წინ დაარსდა. სოხუმი მდებარეობს 110 კილომეტრში რუსეთის საზღვრიდან, სოხუმის ყურესთან. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სოხუმს აკრავს მთები, რაც აკავებს ქალაქში ცივი ჰაერის მასების შემოსვლას. მუნიციპალიტეტში ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობაა. ზღვისპირა ზონაში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი […]

სოფელი მუცო მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში ხევსურეთში მდინარე არდოტის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან არის 1880 მ. მანძილი შატილიდან შეადგენს 12-15 კმ.                          

ღები  —  სოფელი მდებარეობს რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 1350 მეტრზე. ეს ულამაზესი ადგილია საოცარი ბუნებითა და ნაკადულებით, არაჩვეულებრივად სუფთა მთის ჰაერით.          

ამბროლაური — ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი.მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, კლიმატი აქ გრილი და ცივია. ამბროლაური ცოცხალი ქალაქია, იმ მხრივ, რომ აქ მუშაობს ქარხნები, სადაც უშვებენ ხილის წვენებს, ღვინოს, საკონდიტრო ნაწარმს. ასევე არის ხის გადამამუშავებელი ქარხანაც. შეგიძლიათ ესტუმროთ ხელოვნების მუზეუმს ან […]

სვანეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გახლავთ მარგიანების სახლ-მუზეუმი, რომელიც მდებარეობს მესტიაში, ძველ საცხოვრებელ კომპლექსში. ეს მუზეუმი ეკუთვნის მარგიანების ცნობილ გვარს. მათ ასევე ეკუთნოდათ 8 კოშკი, აქედან მხოლოდ 4 მათგანია შემორჩენილი. კოშკების სიმაღლე და რაოდენობა მეტყველებს გვარის სიძლიერესა და ძალაუფლებაზე.     ახლა გიამბობთ ერთ-ერთი კოშკის შესახებ. ეს არის რამდენიმე სართულიანი შენობა, თავისი ოთახებით. ერთ-ერთ ოთახში არის […]

ონი – რაჭის ისტორიული რეგიონია. მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე. ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 3 000 მაცხოვრებელი. ონი საინტერესოა სინაგოგით, ლამაზი ხედებით მთებზე, რომლებიც თითოეული ქუჩიდან მოჩანს. აქ მაისშიც კი შესაძლებელია მიიღოთ სიამოვნება თოვლით დაფარული მთების ყურებით.