ამბროლაური — ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი.მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, კლიმატი აქ გრილი და ცივია. ამბროლაური ცოცხალი ქალაქია, იმ მხრივ, რომ აქ მუშაობს ქარხნები, სადაც უშვებენ ხილის წვენებს, ღვინოს, საკონდიტრო ნაწარმს. ასევე არის ხის გადამამუშავებელი ქარხანაც. შეგიძლიათ ესტუმროთ ხელოვნების მუზეუმს ან […]

სვანეთი ძალიან ტრადიცილური რეგიონია. სვანეთს სხვაგვარად კოშკების ქვეყანასაც უწოდებენ. სვანური კოშკი ამ რეგიონის სიმბოლოა. ფოლკლორი სვანეთის ისტორიისა და კულტურის ნაწილია. ბუნების სიმკაცრე და მძიმე საცხოვრებელი პირობები აისახება ადათ-წესებსა და მუსიკალურ ფოლკროლში, ისიც ასეთივე მკაცრი და ვაჟკაცურია. ტრადიციულად სვანური სიმღერები საომარი ხასიათისაა. მოსახლეობა მკაცრად იცავს და ერთგულია კანონების, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების, რომლებიც ჩამოყალიბდა უძველესი დროიდან. ნაწილი […]

უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. უშგული მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იზოლირებული იყო გარე სამყაროს მაღალი უღელტეხილებითა და ღრმა ხეობებით, ამიტომაც კარგად არის შემონახული შუა საუკუნეების სვანური არქიტექტურა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძეგლი უშგულში – შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიაა (სვანურად- ლამარია), რომელიც მთიდან გადმოჰყურებს სოფელს. ეკლესიის კედლებზე გამოსახულია […]

ონი – რაჭის ისტორიული რეგიონია. მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე. ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 3 000 მაცხოვრებელი. ონი საინტერესოა სინაგოგით, ლამაზი ხედებით მთებზე, რომლებიც თითოეული ქუჩიდან მოჩანს. აქ მაისშიც კი შესაძლებელია მიიღოთ სიამოვნება თოვლით დაფარული მთების ყურებით.    

რაჭა – საქართველოს იტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. რაჭის ადმინისტრაციული ცენტრია ამბროლაური. რაჭა-ლეჩხუმის უნიკალურობა განპირობებულია არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ თვალწარმტაცი ბუნებით, მდინარეებით, ჩანჩქრებით, ტყის მასივებით, ბუნებრივი გამოქვაბულებით, მდელოებით, ლამაზი ბილიკებით. ერთსა და იმავე დღეს შეგიძლიათ ეწვიოთ ,,საყინულეს“ მღვიმეს და ნახოთ ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ,,ჭელიშის […]

ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, მთებით გარშემორტყმული, არის ქალაქი მესტია – ზემო სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრი. მესტია მდებარეობს თბილისიდან 456 კმ, ხოლო ზუგდიდიდან, რომელიც უახლოესი რკინიგზის სადგურია, 128 კილომეტრზე. ზუგდიდთან მესტია დაკავშირებულია საავტომობილო გზით. რაც შეეხება კლიმატს, აქ ზამთარი ცივი და თოვლიანია, ზაფხული-მოკლე და გრილი.